საახალწლო ნაძვის ხე და მისალოცი ბარათები




სად ცხოვრობს თოვლის ბაბუა?

თოვლის ბაბუა ცხოვრობს შორს, შორს, ფინეთის ჩრდილოეთით ლაპლანდიაში, პირდაპირ პოლარული წრის განედზე. ლაპლანდიის დედაქალაქის, როვანიემის მახლობლად, გახსნილია საერთაშორისო ტურისტული ცენტრი სახელწოდებით ,,თოვლის ბაბუას ქოხი”. ეს არის ფინური ტრადიციებით აშენებული სახლი, რომელიც მორთულია ძველებური  ავეჯითა და ფარდაგებით. სტუმრებს სახლს ათვალიერებინებენ გნომები. ბავშვებს  შეუძლიათ, გადაიღონ სურათები უზარმაზარ, ფუმფულა სათამაშო  დათუნიასთან ერთად. შეიძინონ უთვალავი  ტკბილეული და სათამაშო. მათ, ვინც  ესტუმრება  როვანიემს ელოდებათ სიურპრიზი-საჩუქრად მიიღებენ თოვლის  ბაბუას სავიზიტო ბარათს, რაც იმის საბუთია, რომ მათ გადაკვეთეს პოლარული  წრე. აქ ყველას შეუძლია, მხიარულად  ისრიალოს ყინულის უთვალავ გორაკზე, მარკეტებში შეიძინოს უამარავი საჩუქარი და დაათვალიეროს ის სკივრი, რომელიც ბავშვების წერილებითაა  სავსე- თოვლის ბაბუა  ხომ ყოველ წელს უამარავ წერილს ღებულობს მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები  ბავშვებისაგან.

რატომ ვრთავთ საახალწლოდ ნაძვს და არა სხვა რომელიმე ხეს, ვთქვათ, წიფელს, ფიჭვს ან სოჭს?
მარადმწვანე სურნელოვანი კოხტა ნაძვის ხე ძველთაგანვე ითვლებოდა განსაკუთრებულ მცენარედ. ძველ გერმანელებს სწამდათ, რომ ნაძვში ცხოვრობდა კეთილი სული, რომელიც ყველა მცენარეს, მხეცსა და ფრინველს იცავდა. ამიტომ ნაძვთან ხშირად მოდიოდნენ თაყვანისსაცემად. მისი ტოტები მიჰქონდათ და სახლში, კედელზე ჰკიდებდნენ, შემდეგ კი ახალ წელს მთელი ხის დადგმა დაიწყეს.
ნაძვის თაყვანისცემის წესი გადაიღეს ჰოლანდიელებმა, შემდეგ-ინგლისელებმა, რომლებიც ნაძვს თაყვანს სცემდნენ არა როგორც სულის საბინადროს, არამედ როგორც უჭკნობი სიცოცხლის, მუდმივი ახალგაზრდობისა და ძლიერების სიმბოლოს.
შობის წინა ღამეს სანტა კლაუსის  ჩუმი სტუმრობის და მოულოდნელი სიხარულის  დღესასწაული  საკვირველმოქმედ წმინდა ნიკოლოზს- ამ დღის მფარველს უკავშირდება. ცნობილია, რომ  წმინდანი  კეთილ საქმეს  სხვებისაგან მალულად აკეთებდა, ისე, რომ მარჯვენამ  არ იცოდა რას  სჩადიოდა მარცხენა. ერთხელ მას  ესმა პატარა ინგლისურ ქალაქში მცხოვრები სამი უღატაკესი, კეთილშობილი დის  შესახებ.
ერთ ღამეს- და ეს  სწორედ შობის წინა ღამე იყო, წმინდა ნიკოლოზმა  გოგონებს ბუხარში გასაშრობად  ჩამოკიდებულ წინდებში საკვამლე მილიდან ოქროს  სამი ზოდი ჩაუგდო. აქედან მოდის ეს ჩვეულება-საშობაოდ ბუხარში ან ღუმელთან წინდის დაკიდება და...  დაელოდეთ უჩინარ სიხარულს.
ახალი წელი  ყველაზე უხნესი დღესასწაულია და ირთვება ლამაზი სურნელოვანი მარადმწვანე ნაძვის ხე.
შობას ჩიჩილაკს დგამენ. ჩიჩილაკი თხილის ჯოხისაგან კეთდებოდა, წვერზე ჰორიზონტალურად ტოლგვერდა  ჯვარი ედგმებოდა, რომლის ბოლოებზე  ვერცხლის ფულებჩარჭობილი ვაშლები მაგრდებოდა,  ცენტრში წმინდა სანთელი ენთო.
ახალო წელო, მრავალჟამიერ,
მრავალჟამიერ შენს მობრძანებას,
მუხლმაგარსა და კალთახვავიელს
გზა გაგინათონ  ცისკრის  ზარებმა.
როგორც  კეთილმა მეკვლემ ახალ წელს
მინდა, მშვიდობის დილა გახარო,
ერთად ვინატროთ:  დამშვიდდაწყნარდეს
მოუსვენარი ჩვენი სამყარო.
მოვედი 2014 წელი. მინდა, მთელ საქართველოს მოვეფერო, დავლოცო, გავამხნევო, სათნოების დღე  მოგიმრავლდეთ. იყავით მზეგრძელნი, გონიერნი და დაიმახსოვრეთ ეს სამი სიტყვა: ძალიან გიყვარდეთ ერთმანეთი!














No comments:

Post a Comment